Saturday, March 25, 2017

რეფლექსიები

          დღე 1
ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ტრენინგის განსახილველი თემა იყო "პროექტებით სწავლება". ტრენერმა ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ  გაგვაცნო ტრენინგის მიზანი, გეგმა, შესაბამისი მოდულებით. ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე, ჩამოვთვალეთ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობები და ვისაუბრეთ იმ უნარ-ჩვევებზე რომლებსაც იძენენ მოსწავლეები პროექტის განხორციელების დროს.ვიმუშავეთ მეილზე, შევქმენით საკუთარი ბლოგი. შევქმენით საკუთარი საქაღალდე, სადაც ჩამოვწერეთ ის საკითხები (თემები), რომელიც მთელი ტრენინგის განმავლობაში  თან და თან უნდა შევავსოთ.



დღე 2

ტრენინგის მეორე დღეს გავაკეთეთ წინა დღის  ტრენინგის რეფლექსია. ვიმუშავეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით საწავლების თემაზე .
საკუთარ საქაღალდეში, დავიწყე სასკოლო პროექტზე მუშაობა. დავწერე პროექტის მოკლე გეგმა.თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია. ტრენერმა გაგვაცნო ბუკლეტების მომზადების ხერხები,რომელიც შემდგომში უნდა გამოვიყენოთ პროექტში.


დღე  3
ტრენინგის მესამე  დღეს ვიმუშავეთ ბუკლეტების გაფორმებაზე და შევსებაზე. დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება. მოვისმინეთ ვიდეო რგოლი თემაზე: პროექტებით სწავლებით მნიშვნელობაზე.


დღე 4
ტრენინგის მეოთხე დღეს გავაგრძელეთ სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ჩვენი პროექტის შესაბამისად შევადგინეთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვუყურეთ რამოდენიმე საინტერესო ვიდეო რგოლს.

დღე 5
 
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.

დღე 6.

 ეს დღეც იყო ნაყოფიერი. ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო სლაიდზე, მის დიზაინზე. ამის შემდეგ  ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე და კრიტერიუმებზე.

დღე 7
  შევქმენით ბროშურები.  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო სლაიდი.მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე.

დღე 8
 დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა.

დღე 9
 ტრენინგის  თითოეულმა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი გაკვეთილების პრეზენტაცია. შევაფასეთ ერთმანეთი. ტრენერისგან მივიღეთ ეფექტური უკუკავშირები.
ტრენინგზე მირებულ ცოდნას გამოვიყენებ მომავალში გაკვეთილის დაგეგმის დროს.






No comments:

Post a Comment

რეფლექსიები

          დღე 1 ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. ტრენინგის განსახილველი თემა იყო "პროექტებით სწავლება". ტრენერმა ორგან...